ბექა ბურდიაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

26 წლის მორაგბე ფედერალ 1-ის გროლეს ღირსებას იცავდა

ქართველი ლეგიონერი, 26 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1-ში მოასპარეზე გროლეს მოთამაშე იყო და ლავორთან მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ. მატჩი კი, ჩაიშალა. ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა.