თსუ იყო ზღაპარი

ატმოსფერო, რომელიც შექმნეს ლექსომ და მისმა ასისტენტებმა.

საქართველოს თასზე თსუ-მ რუსთავი გადატეხა. რუსთავს რომ გადაეჯოკრა, ალბათ, ამ გუნდის წარმატებაზეც მოგახსენებდით, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ თსუ.

გუნდი, რომელმაც ეს ორი თამაში მთავარი მწვრთნელის - ლექსო ლაფანაშვილის გარეშე ჩაატარა. რეგულარულის საუკეთესო მწვრთნელი 8 მატჩით დაასვენეს. მსაჯებთან ახლო კომუნიკაციის გამო. ლექსო ჭკვიანი ბიჭია. შემდეგში მოერიდება ასეთ ექსცესებს. და, მსაჯებთან ახლო ურთიერთობა მხოლოდ მატჩის შემდეგ მათთვის მადლობის გადახდა უნდა იყოს.

პირველი თამაში რუსთავში 80:80 დამთავრდა. დიახ, აქ თანაბარი ანგარიში მოსულა. ორი შეხვედრის ჯამში უკეთესი გადადიოდა ნახევარფინალში. ტიტებთან გარჩევაზე.

აქ, ახალ სპორტის სასახლეში თსუ-მ სამი მეოთხედის განმავლობაში დახატა. თსუ ქმნიდა შედევრებს და ამ კომბინაციებში მონაწილეობას ყველა იღებდა. ყველა, ვისაც ლექსოს ასისტენტები ათამაშებდნენ.

ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეც თსუ-ში ყომარობს. გიორგი ტურძილაძე *(16, 6 მოხსნა), რომელსაც აკომპანიატორად კიდევ ერთი ძალიან კარგი და ერუდირებული ახალგაზრდა - გიორგი კორსანტია (27, 6 მოხსნა) ჰყავს. რომელიც უმატებს. რომელიც რუსთავთან პირველი იყო. კორსანტიამ შეასრულა.

და, ტურძილაძემ მას ხელი არ შეუშალა. პირიქით, ის დაეხმარა მეგობარს. ეს არის ამ თსუ-ს რეალური ძალა. ამ გუნდში ყველა ყველასთვის თამაშობს და სხვისი წარმატებით არ იბოღმება, არ იბერება.

ატმოსფერო, რომელიც შექმნეს ლექსომ და მისმა ასისტენტებმა.

კარგი კალათბურთი დროული პასებით, დროული დაზღვევით, ზუსტი სროლით და ლტოლვით იხატებოდა. და, ტილოზე შედევრი გადავიდა.

ასეთი კალათბურთი წელს საქართველოში არავის არ უთამაშია.

ჩაატარეთ გამოკითხვა სუპერლიგის მწვრთნელებს და მოთამაშეებს შორის და მჯერა, რომ ჩემპიონობის ფავოირიტად და საუკეთესო გუნდად თითქმის ყველა თსუ-ს იტყვის.

ზღაპარი, რომელიც სულ მცირე, ამ სეზონის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ, შევხედოთ, როგორ დაიხურება სეზონი.

მანამდე, მადლობა თსუ-ს ამ ემოციებისთვის და საოცრებისთვის.

ხო, მატჩი 73:69 დაიხურა. თუ ვინმეს ეს გაინტერესებდათ. ზღაპარი ხომ არ ითვლება.