6 ქულიანი შეხვედრა ანორთოსისმა წააგო (ვიდეო)

ანორთოსისმა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში, პირველადგილოსანი ანორთოსისი მეორე ადგილზე მყოფ ომონიას ესტუმრა. თემურ ქეცბაიას გუნდი მოწინააღმდეგეს 4 ქულით უსწრებდა და ჩატარებული ერთი მატჩით ნაკლებიც ჰქონდა. ომონიას ჩემპიონობის რეალური შანსის შესანარჩუნებლად, მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. 

 

შეხვედრაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და გატანისთვის ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ეს მხოლოდ ერთხელ მოახერხეს - მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც, კუთხურის შემდეგ, დურისმა ბურთი უხერხულად მოიგერია და ანორთოსის კარში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.

 

ლორიამ და დაუშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, კაჭარავა კი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმა აწუხებს, ჯანო ანანიძე კი განაცხადში არ ყოფილა.

 

მიუხედავად მარცხისა ანორთოსისი პირველ ადგილზე დარჩა, ომონიას ერთი ქულით უსწრებს და თამაში თადარიგში აქვს. 

 

პირველ თებერვალს, ქეცბაიას გუნდი აუტსაიდერ დოხას მიიღებს.