მანჩესტერს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს

მანჩესტერი ამ ტრანსფერს სიხარულით დათანხმდა

Mirror-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს იჯარის წესით მარკოს როხო დატოვებს. მანკუნიელები ცდილობდნენ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ფეხბურთელი გაეყიდათ, თუმცა ისეთი კლუბი არ გამოჩნდა, რომელიც მასში 9 მილიონ ევროს გადაიხდიდა. 

 


არგენტინულმა ესტუდიანტესმა, როხოს მშობლიურმა კლუბმა, მზაობა გამოთქვა, რომ ფეხბურთელი იჯარის წესით დაემატებინათ, რასაც ინგლისელები ბევრი საუბრის გარეშე დათანხმდნენ.

 


როხომ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 9 შეხვედრაში მიიღო და გულშემატკივრებს თავი ბევრი ვერაფრით დაამახსოვრა.