ბითაძის 12 ქულიანი დებიუტი

28 დეკემბერს ბითაძის დებიუტი ევროლიგაში შედგება

გოგა ბითაძის წარმატებული დებიუტი მონტენეგროულ “ბუდუჩნოსტში”‘. მართალია, მისი გუნდი მოულოდნელად აუტსაიდერთან დამარცხდა, თუმცა ეს ახალგაზრდა ქართველის დანაშაული ნაკლებად იყო. 19 წლის ქართველი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

ადრიატიკის ლიგის მე-12 ტურში მეორეადგილოსანი “ბუდუჩნოსტი” სლოვენიის ქალაქ ნოვო მესტოში შეხვდა აუტსაიდერ “კრკას” და დაძაბულ ბრძოლაში – 64-69  დამარცხდა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და  მოედანზე 25:46 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

 

ადრიატიკის ლიგის მომდევნო მატჩს პოდგორიცული გუნდი 30 დეკემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს, თუმცა 2 დღით ადრე, 28 დეკემბერს ბითაძის დებიუტი ევროლიგაში შედგება – “ბუდუჩნოსტი” მიუნხენში “ბაიერნს” დაუპირისპირდება.