ორი ქართველის დებიუტი მეორე დივიზიონში

პლეი ოფში მოხვედრის შანსი ქართველების რვა გუდს აქვს

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სთავეში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია. ესენია: გრენობლი და კოლომიე. პლეი ოფში მოხვედრის შანსი კი, კიდევ ექვსს აქვს.

 

დავით ქუბრიაშვილისა და ნიკა ნეფარიძის გრენობლმა სტუმრად მოუგო ბეზიეს 25:16 და 61 ქულით პირველ ადგილზეა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო 61-ე წუთზე შეცვალეს.

 

ალპელებს ორი ქულით ჩამორჩება ბექა შეყლაშვილის კოლომიე, რომელმაც შინ დაამარცხა ვანი - 23:7. შეყლაშვილი 79-ე წუთზე შეცვალეს.

 

ამასობაში, ორი ახალგაზრდა ქართველი შერკინების ბურჯის, ლაშა მაჭარაშვილისა და გელა მურუსიძის დებიუტი შედგა მონ დე მა რსანში, რომელმაც შინ დაამარცხა ლიდერთა გუნდის წარმომადგენელი პერპინიანი - 34:14. მაჭარაშვილი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, ათი წუთის შემდეგ მოედანზე მურუსიძეც გამოჩნდა.