ესპანელი დანი ოლმო რომ გერმანულ ლაიპციგში გადავიდა, ეს უკვე იცით.
საინტერესო სხვა რამ არის: გინახავთ ფეხბურთელი, რომელმაც ოთხჯერ უთხრა უარი ბაიერნს? ეს სწორედ ოლმოა.
მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ზაფხულიდან მოყოლებული ოთხჯერ შეეხმიანნენ ესპანელს, მისი უახლოესი მეგობარიც ჩართეს საქმეში, რათა მას გავლენა მოეხდინა. თუმცა ოლმომ აირჩია - ლაიპციგი.
ხორვატული სპორტსკე-ს ცნობით, ესპანელმა ლაიპციგი სათამაშო დროის მხრივაც აირჩია.