ბრაიანტის დაღუპვის მიზეზი ცნობილია

ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა

კობი ბრაიანტის დაღუპვის მიზეზი გაირკვა. როგორც ცნობილია ტრაგედია ცუდმა ამინდმა გამოიწვია.

 

„კობი ბრაიანტის ვერტმფრენი ცუდი ამინდის გამო ჩამოვარდა. შემთხვევის დღეს ჩვენი დეპარტამენტის არცერთი ვერტმფრენი არ აფრენილა, რადგან ცუდი ხილვადობა იყო“.-თქვა ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

 

ისიც ითქვა, რომ ვერტმფრენი კარგ მდგომარეობაში იყო და ტრაგედიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ვერ იქნებოდა.