კობი - მტერი, რომელსაც ყველაზე დიდ პატივს ვცემდი

დიდი, როგორც - მიქელანჯელო.

კალათბურთი კობის გარეშე იგივეა, რაც როკ მუსიკა - მიკ ჯაგერის, ხელოვნება - მიქელანჯელოს, ისტორია - ლეონიდეს გარეშე.

და, ბრაიანტი იყო ყველაფერი.

გამომწვევი, როგორც - მიკი.

დიდი, როგორც - მიქელანჯელო.

მიმწოლი და მტრებისადმი დაუნდობელი, როგორც - ლეონიდე.

კობი ყოველთვის იოლად გადიოდა ადაპტაციას.

როდესაც იტალიაში, უბანში კალათბურთის მოედანი მოიკითხა, მაღალ, შავკანიან ბიჭს ურჩიეს, ჩვენ აქ ფეხბურთს ვთამაშობთ და თუ გაგისწორდება, მოდი, ჩვენთან ერთად იყომარეო. ბრაიანტი მეკარე გახდა. და, მოიპოვა ბიჭების პატივისცემა.

როდესაც მამამ, ჯო ბრაიანტმა ის ღამის კლუბში წაიყვანა, კობიმ იქ დაინახა უბნელი, რომლის დაც მოსწონდა. შერცხვა, რომ მას შიშველ გოგონებში შეამჩნევდნენ, თავისით მიაჭრა უფროს უბნელთან და უთხრა, შენი და მომწონს და მინდა იცოდე, რომ აქ შემთხვევით ვარ, მამას ვერ ვაწყენინეო. უბნელმა ეს დააფასა.

როდესაც ერთ-ერთ პიცერიაში ანგარიში მიუტანეს და 14 წლის კობის საფულე არ აღმოაჩნდა (ალბათ, დაკარგა), პიცერიის მფლობელმა ჰკითხა, შვილო, სპორტსმენი ხარ? დიახ, კალათბურთელი, უპასუხა ბრაიანტმა. მოდი, ეს პიცა ჩემგან საჩუქრად იყოს და თუ ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი გახდები, მოდი და შენი მაისური მაჩუქე. გაწყობს? გაწითლებულმა, აფორიაქებულმა ბრაიანტმა მადლობაო და მოხია პიცერიიდან. 2002-ში კობიმ პიცერიის მფლობელის შვილს (მამა ერთი წლის წინ გარდაიცვალა) ახალი მაზერატი აჩუქა.

ალბათ, სიმბოლურია, რომ ბავშვობაში კობი ოცნებობდა სუპერგმირობაზე. რომ გადაარჩენდა სამყაროს ბოროტი ტიპებისგან. რომ გახდებოდა ახალი სუპერმენი. რომ არ დაუხრიდა თავს არავის. რომ იქნებოდა გმირი პატარებისთვის.

კობი გახდა ყველაფერი, რაზეც მოკვდავმა შეიძლება იოცნებოს.

ისტორიას ქმნიან ლეგენდები და კობის ბრძოლები ტიმ დანკანთან სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. ორი განსხვავებული ტიპი. და, ბიჭებს ერთი რამ აერთიანებდათ - ისინი იყვნენ ჩემპიონები.

მეგობრები, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ.

მტრები, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემდნენ.

კობი წავიდა და დატოვა მილიონობით ადამიანის გულში ხიჭვი, რომელიც იქ სამუდამოდ დარჩება.

მტერი, რომელსაც ყველაზე დიდ პატივს ვცემდი.