ერიკსენის შემცვლელი

ჟოზეს იმედი

ტოტენჰემის დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი რამდენიმე საათში ინტერის ფეხბურთელი გახდება, მის ნაცვლად კი მამლებმა პსვ-დან სტივენ ბერგვინი შეიგულეს.
კლუბებს შორის ჯერ კიდევ მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ლონდონში დარწმუნებულნი არიან, რომ 22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი სწორედ მათ დარჩებათ. ტოტენჰემში გადასვლის პერსპექტივის გამო მან საკვირაო პსვ - ტვენტეს მატჩი გამოტოვა. 
ბერგვინმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
ჟოზე მაურინიო ამბობს, რომ ნიდერლანდელი სწორედ ისაა, ვინც ტოტენჰემის უერიკსენო ნახევარდაცვას მობილურობას არ დააკარგვინებს.