მანჩესტერი ძებნაშია

ბრიტანელებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდის დამატება სურთ

დროის გასვლასთან ერთად, იმ ფორვარდების სია გრძელდება, რომლებსაც მანჩესტერმა დაადგა თვალი. ფრანგული პრესის ცნობით, მანკუნიანელებს პსჟ-დან ედინსონ კავანის შეძენა სურთ. მეტიც, სულშერის გუნდმა პარიზელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

 

ელ მატადორის გადაბირება მარტივი არ იქნება, რადგან მისით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ურუგვაელი გოლეადორის შეძენა ტოტენჰემს, ჩელსის და ატლეტიკოს სურთ. რაც შეეხება თავად ფეხბურთელის პოზიციას, დიდი ხანია, რაც კავანის პსჟ-დან წასვლა უნდა.

 

გამოცდილი ფორვარდი ფრანგულ გუნდში 2013 წლის ზაფხულში ნაპოლიდან გადავიდა და 188 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ამ სეზონში მის ანგარიშზე 14 მატჩი და 5 გოლია.

 

რაც შეეხება მანჩესტერს, ინგლისელები კავანის გარდა ტევესის და მილიკის დამატებაზეც ფიქრობენ.