სარიმ იგუაინი დატოვა

ორი წელიც ტურინში

იუვენტუსის არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი, გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, კლუბთან კონტრაქტს გააგრძელებს. ახალი შეთანხმებით პიპიტა ტურინში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. 

კონტრაქტის გაგრძელების ინიციატორი მწვრთნელი მაურიციო სარი გახლავთ, სწორედ მან ითხოვა ფეხბურთელის დარჩენა, რის წინააღმდეგ არც კლუბი წასულა და არც თავად იგუაინი.

არგინტინელი თავდამსხმელი იუვენტუსში ნაპოლიდან 2016 წელს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. წინა სეზონი 32 წლის იგუაინმა იჯარით მილანსა და ჩელსიში გაატარა, ტურინში დაბრუნებულმა კი 28 მატჩი ჩატარა, გაიტანა რვა გოლი და გააკეთა ამდენივე საგოლე პასი.  

არგენტინი ნაკრებში გონსალო იგუაინმა დღემდე 75-ჯერ ითამაშა, თავი 31-ჯერ გამოიჩინა.