საბურთალომ ფეხბურთელი ჰოლანდიიდან დაიმატა

ცეცაძის გუნდმა დაცვა გააძლიერა

საბურთალომ ჰოლანდიური იგლზიდან  ჯულიუს ბლიეკი დაიმატა. ბლიეკი 25 წლის ცენტრალური მცველია. ამ სეზონში იგლზის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. აღნიშნულ კლუბში იგი 2018 წლის ზაფხულში დორდრეხტიდან გადავიდა.

 

შეგახსენებთ, რომ ცეცაძის გუნდი თურქულ შეკრაბზე გახლდათ და თბილისში დაბრუნდა. 2019 წლის სეზონში საბურთალომ საქართველოს ჩემპიონატში 70 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, საქართველოს თასზე კი ოქროს მედლები არავის დაუთმო.    

 

ფოტო: საბურთალოს ფეისბუქ გვერდი