რამდენიმე სანტიმეტრი... გარდაიცვალა ჰოლანდიელი მეგოლე (+VIDEO)

72 წლის ასაკში გარდაიცვალა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობ რენსენბრინკი. 

ჰოლანდიის ვარსკვლავური 70-იანი წლების თავდამსხმელი, იოჰან კრუიფისა და იოჰან ნეესკენსის თაობიდან...

 

რენსენბრინკის ძელი! ამით უფრო გახდა ცნობილი. რენსენბრინკი სულ სხვა სახელს დატოვებდა ფეხბურთში, რომ არა რამდენიმე სანტიმეტრი... 1978 წელი, არგენტინა-ჰოლანდიის ფინალი, 1:1 და 90-ე წუთი. რენსენბრინკმა ამ დროს ძელს მოარტყა ბურთი. დამატებით დროში კი ჰოლანდიამ წააგო. უიღბლობა რომ არა, ნარინჯისფერები მსოფლიო ჩემპიონები გახდებოდნენ.

 

რენსენბრინკმა კარიერის საუკეთესო წლები ბელგიურ ანდერლეხტში გაატარა და ბევრი ტიტულიც მოიგო.