ბენ არფა ლა ლიგას დაუკავშირეს

ფრანგმა შემტევმა შესაძლოა ესპანეთს მიაშუროს

ჰატემ ბენ არფათი ვალიადოლიდი ინტერესდება. Marca-ს ინფორმაციით, ესპანელებს მისი სეზონის ბოლომდე დამატება სურთ. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი ამჟამად უგუნდოდაა.

 

ბენ არფა ბოლოს პსჟ-ში ირიცხებოდა, თუმცა თამაში თითქმის არ უწევდა. ტომას ტუხელის გუნდი მან შარშან ზაფხულში დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. მისი სახელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, თუმცა ამაოდ.

 

რაც შეეხება ვალიადოლიდს, გუნდს, რომლის პრეზიდენტიც ბრაზილიელი რონალდოა ლა ლიგაში 22 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. უახლოეს შეხვედრას გუნდი მალიორკას წინააღმდეგ ჩაატარებს.