ტურინიდან დორტმუნდში - ტრანსფერი შეთანხმებულია

გერმანელებმა ტრანსფერი შეათანხმეს

ტურინის იუვენტუსის გერმანელი ნახევარმცველი, ემრე ჯანი, კარიერას დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

 

წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი უკვე შეათანხმა - დორტმუნდელები ჯანის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტის მიხედვით, ის 2024 წლამდე ბორუსიაში დარჩება.

 

შეგახსენებთ, ტურინში ჯანი 2018 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა.

 

26 წლის ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნის აღზრდილია. გერმანის ნაკრებში მან 20-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.