ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო
ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე მეორე წრე დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში სტუ-იმედმა 44-27 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი, თბილისის პეგასმა კი 45-38 მოუგო გორის გუნდს. ხვალ და ზეგ მორიგი მატჩებია.
ფინალურ ოთხეულში გასასვლელად მებრძოლმა ორივე გუნდმა დღეს უპრობლემოდ მოიგო. ხვალ იმედი-სტუ და პეგასი მეტოქეებს გაცვლიან, ხოლო ზეგ ერთმანეთს ეთამაშებიან. ხვალ და ზეგ ოლიმპიურ სასახლეში თამაშები 16 საათზე დაიწყება.
დასავლეთ საქართველოს 4 გუნდი, მათ შორის ორი ლიდერი, ქუთაისი და შავი ზღვის ბიჭები, მე-8-10 ტურის მატჩებს 3-5 თებერვალს გაართავს ზესტაფონის სპორტის სასახლეში. სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას საჩემპიონ პლეიოფში განაგრძობს.
მომზადებულია ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით