დოპინგის სკანდალი სექსით გამართლდა

კანადელმა სპორტსმენმა ყოფილ პარტნიორთან სექსის დროს დოპინგი შემთხვევით მიიღო

კანადელი კანოისტი და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, ლორენს ვენსან ლაპუანი დოპინგ სკანდალში გაეხვა. სპორტსმენმა აღნიშნულ საკითხზე ღიად ისაუბრა.

 

ცოტა ხნით ადრე მან დოპინგ ტესტი ჩააგდო, კანადელ სპორტსმენს სისხლში აკრძალული პრეპარატის, ლიგანდროლის შემცველობა დაუდგინეს. CBC-ის ცნობით, კანოეს ფედერაციის ანტიდოპინგურმა კომისიამ დაადასტურა, რომ სპორტსმენს დოპინგი შეგნებულად არ მიუღია, რის გამოც მას ვარჯიშის ნებართვა მისცეს.

 

როგორც თავად ლორენსი ამბობს, დოპინგი მის ორგანიზმში ყოფილ შეყვარებულთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად მოხვდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ აკრძალულმა ნივთიერებამ მის სხეულში სწორედ ამ გზით შეაღწია. მისმა ყოფილმა პარტნიორმა დაადასტურა, რომ აკრძალულ პრეპარატს, SR9011-ს ლორენსთან კონტაქტამდე ცოტა ხნით ადრე იღებდა. კანდელი სპორტსმენის ადვოკატმა განაცხადა, რომ 25 ივლისს მისი კლიენტის ყოფილმა ფეხბურთელმა შეყვარებულმა აკრძალული ნივთიერება ვარჯიშამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. ამ ამბიდან 4 დღეში, 29 ივლისს, ლორენსს ანალიზი აუღეს, რის შედეგადაც მას პრეპარატის შემცველობა დაუდგინდა.

 

უარყოფითი ანალიზების გამო 27 წლის სპორტსმენი 2019 წლის 19 აგვისტოს სპორტს დროებით ჩამოაშორეს.

 

საბოლოოდ, გამოძიებამ მისი უდანაშაულობა დააადასტურა. 

 

"ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი შვება ვიგრძენი. ამ ყველაფრის დასრულება და სპორტში დაბრუნება ძალზედ სასიამოვნოა. ილიმპიადისთვის მზადებას განვაგრძობ. წარმოუდგენლად მიხარია, ახლა ბოლომდე მზად ვარ", - თქვა ლორენსმა.