საბურთალომ ევროპის ჩემპიონი დაიმატა

ფეხბურთელი, რომელიც კარგად არ უნდა გვახსოვდეს

საბურთალო გაძლიერებას განაგრძობს. გია ცეცაძის გუნდმა კიდევ ერთი ჰოლანდიელი დაიმატა. საუბარია 25 წლის მარჯვენა მცველზე ჟერონ ლუმუზე, რომელიც ბოლოს პორტუგალიურ არუკაში თამაშობდა.

 

ლუმუ ვილემ 2-ის აღზრდილია. აღნიშნული კლუბის გარდა იგი ლუდოგორეცში, ჰეერენვენში, დორდეხტში, პიოლტენში, სამსუნსპორში, ოდიშაში, პეტროლულში და როგორც უკვე გითხარით არუკაში თამაშობდა.

 

საბურთალოელთა ახალწვეული 2012 წელს 17 წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონი გახდა. საგულისხმოა, რომ ლუმუმ და მისმა თანამემამულეებმა 1/2 ფინალიდან ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17 წლამდე ნაკრები გამოაგდეს. 

 

შეგახსენებთ, რომ ცეცაძის გუნდმა ლუმუს გარდა კიდევ ერთი ჰოლანდიელი მცველი დაიმატა. საქართველოს თასის მოქმედ გამარჯვებულებს იგლზიდან ჯულიუს ბლიეკიც შეუერთდა. 

 

ფოტო: საბურთალოს ფეისბუქ გვერდი