უბრალოდ, ჟაირზინიო

ბრაზილიელი ჟაირზინიო 74 წლისა გახდა. ის დიდი ფეხბურთელი გახლდათ და ერთადერთია, რომელმაც მუნდიალის ყველა მატჩში გოლი გაიტანა და თან ჩემპიონიც გახდა.

 ეს 1970 წელს, მექსიკაში.

 

ჟაირზინიო მაშინდელი ბუმბერაზი ნაკრების ერთ–ერთი კაშკაშა ვარკვლავი იყო. პელე, ტოსტაო, კარლოს ალბერტო, რიველინო, ჟერსონი და სხვები... იქ იყო ჟაირზინიოც, მთლიანობაში იმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა, მაგრამ ბომბარდირი მაინც ვერ გახდა. გერმანელმა გერდ მიულერმა 10 ბურთი მიითვალა.

 

ნაკრების 81 შეხვედრაში 33 გოლს მოუყარა თავი. ის ბოტაფოგოს კაცი იყო, როგორც მანამდე გარინჩა და ნილტონ სანტოსი. 11 წელი ითამაშა ბოტაფოგოში და ბოლოს, როცა ისეთი მძლავრი ვეღარ იყო, ხშირად იცვლიდა კლუბებს.

 

ორიოდე წელი წვრთნიდა გაბონის ნაკრებს და შეეშვა. დიდ ფეხბურთელად დარჩა და ეტყობა, არ უნდოდა, მწვრთნელობაში ცუდი შედეგებით გაეხუნებინა.