გიორგაძე უკრაინაში დაბრუნდა

ქართველმა მცველმა ზლინი დატოვა

ქართველმა მცველმა ანდრო გიორგაძემ ზლინი დატოვა და კარიერას ლვოვის კარპატში გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელმა უკრაინელებთან 6 თვიანი ხელშეკრულება გააფორმა 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გიორგაძემ ზლინი დატოვა, რადგან ამ სეზონში ჩეხთა მაისურით მხოლოდ 70 წუთი ითამაშა.

 

ქართველი უკანახაზელისთვის უკრაინის პირველობა უცხო არაა, 2017-19 წლებში იგი ვორსკლაში თამაშობდა. ჩვენებური მარტვილის მერანის აღზრდილია და ვორსკლაში სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. 

 

შეგახსენებთ, რომ ანდროს ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. გიორგაძემ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში 5 შეხვედრა ჩაატარა. 

 

რაც შეეხება კარპატს, გიორგაძის ახალ გუნდს 11 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.