მადრიდი ძლიერდება - ტრანსფერი დახურულია

მადრიდელებმა შეტევა გააძლიერეს

პსჟ-ის ფორვარდი, ედინსონ კავანი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს. Marca-ს ცნობით, ურუგვაელმა ფორვარდმა სიმეონეს გუნდთან 2,5-წლიანი ხელშეკრულება შეათანხმა.

 

კავანის კონტრაქტი პარიზულ გრანდთან მიმდინარე წლის ზაფხულში სრულდება. წყაროს ინფორმაციით, 32 წლის შემტევში მადრიდელები 20 მილიონ ევრომდე გადაიხდიან. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტრანსფერით ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე პირადად არის დაინტერესებული.

 

შეგახსენებთ, კავანი პსჟ-ში 2013 წელს ნაპოლიდან გადავიდა. ფრანგებს მისი შეძენა 65.4 მილიონი ევრო დაუჯდათ. მას შემდეგ ურუგვაელმა 293-ჯერ ითამაშა და 198 გოლი გაიტანა - ამ შედეგით კავანი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.