ბართომეუმ დაადასტურა - ბარსელონა ფორვარდს იფორმებს

ბარსელონას პრეზიდენტმა სუარეზის მომავალ შემცვლელზე ისაუბრა

ბარსელონას პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, ვალენსიას ფორვარდზე, როდრიგო მორენოზე ისაუბრა. მისი თქმით, კატალონიელები ესპანელის გაფორმებას ცდილობენ.

 

„როგორც წესი, სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარს თავს ვარიდებთ, თუმცა როდრიგოს გაფორმებას ნამდვილად ვცდილობთ. აქ არაფერია დასამალი - ჩვენ შემცვლელი გვჭირდება. საიდან მოვიყვანთ მას? ზუსტად არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე უამრავი ფეხბურთელი მომწონს“, - თქვა ბართომეუმ.

 

გავლენიანი ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა როდრიგოს იჯარით აყვანას აპირებს. როგორც ცნობილია, ზაფხულში კატალონიელები მის გამოსყიდვასაც ეცდებიან.

 

შეგახსენებთ, როდრიგო ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობს, თუმცა ის ბრაზილიაში დაიბადა. აქამდე ის მადრიდის რეალში, ბორტუგალიურ ბენფიკასა და ინგლისურ ბოლტონში თამაშობდა. 2014 წლიდან როდრიგო ვალენსიაში ასპარეზობს.

 

ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მორენომ 17-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.