გრეგ პოპოვიჩის დღე

პოპოვიჩი მეფე იყო. ყოველთვის იქნება.

კობის ტრაგედიის ფონზე რომელიმე, ნებისმიერი თარიღის აღნიშვნა შეიძლება, ოდნავ გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ამ თარიღს ბრაიანტიც, მთელი კალათბურთი, სპორტი, ყველა აღნიშნავდა.

ჩვენც ვთქვათ სათქმელი.

დღეს, ყველა დროის უდიდესი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის დაბადების დღეა.

რომელმაც მაჩუქა გუნდი და ეს გუნდი დღესაც ჩემი საუკეთესო მეგობარია.

რომელიც გახდა ნდობის, პროფესიონალიზმის, ერთიანობის, სტაბილურობის, მეგობრობის, ძმაკაცობის საუკეთესო მაგალითი.

გრეგმა შექმნა ტიმის, ტონის, მანუს სპერსი.

პოპოვიჩი მეფე იყო. ყოველთვის იქნება.

ის, ვინც 5-ჯერ NBA-ს ჩემპიონი გახდა.

ის, ვინც სამჯერ რეგულარულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. და, რეალურად ის ყოველთვის, ყველა სეზონში პირველი იყო.

ის, ვინც ოთხჯერ დასავლეთის All Star-ის მწვრთნელი გახდა.

ის, ვისაც ერთ გუნდში, ერთ ორგანიზაციაში ყველაზე მეტი მოგება აქვს.

ის, ვისაც გასვლაზე NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს მოგებული.

ყველაზე მეტი სეზონი მოგება/წაგების დადებითი ბალანსით.

ზედიზედ ყველაზე მეტი სეზონი ფლეი ოფში.

ზედიზედ ყველაზე მეტი სეზონი 50(+) მოგებით.

მოუგო დასავლეთის ყველა გუნდს თავის სამწვრთნელო საფლეიოფო კარიერაში.

უბრალოდ, გრეგი.

უბრალოდ, ყველაზე დახვეწილი იუმორით.

რომელსაც მაგრად უყვარდა კობი.