თუ კი იქამდე გახლეჩილი არ იყო, მე გავხლიჩე რაგბი?

თუ შეცდომები მაქვს დაშვებული, მზად ვარ ამ შეცდომებზე პასუხი ვაგო

საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ნუცუბიძის პლატოს სარაგბო სტადიონზე პრეკონფერენცია გამართა, სადაც ვრცლად ისაუბრა განვლილ ოთხ წელიწადსა და მომავლის გეგმებზე.

 

ცხადია, რაგბის კავშირის პრეზიდენტს გვერდი არც მომავალი არჩევნების თემისთვის აუვლია.

 

"ჩემთან არავინ მოსულა და საკუთარი კანდიდატურის მოხსნა არ შემოუთავაზებია. თუმცა, გამიგია საუბრები, რომ ვინმე ამას მეტყვის. ჩემ კანდიდატურას იმ შემთხვევაში მოვხსნი, თუ დავინახე, რომ რაგბის კავშირს არ ჭირდება განვითარება. ამასთან ერთად, თუ დავინახავ, რომ კანდიდატი, რომელსაც პრეზიდენტობა სურს სუფთა ხელებით მოდის.


დღეს სულ საუბრობენ მასზედ, რომ რაგბის საზოგადეობა გახლეჩილია, რაგბის ჭირდება გამთლიანება. ოთხი წლის წინათაც ამაზე იყო საუბარი. მაშინ, როცა საკუთარი კანდიდატურა წამოვაყენე ერთი კვირა იყო დარჩენილი ყრილობამდე და არავის სხვას კანდიდატურა დაყენებული არ ქონდა. მერე ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებამ ილია ზედგინიძემ დააყენა საკუთარი კანდიდატურა და იქედან მოყოლებული სულ მესმის, რომ მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ რაგბის სამყარო გაერთიანდეს.


ვერ გავიგე. თუ კი, იქამდე გახლეჩილი არ იყო, მე გავხლიჩე რაგბი? იქნებ ვინმემ მიპასუხოს ამაზე. მაშინ ვკითხე ოპონენტებს - პირადად ჩემთან რამე პრეტენზია გაქვთ. რამე დაგიშავეთ? რამე ისეთი ნაბიჯი მაქვს გადადგმული რაც ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ეს თქვენთვის მიუღებელი იყო?. ვინმეს დაგიპირისპირდით? ვინმეს კარი არ გაგიღეთ ან ტელეფონზე არ გიპასუხეთ? რომელიმე შემოთავაზებულ პროექტზე, რაც რაგბის განვითარებას სჭირდება უარი ვთქვი? პასუხები არ არის. ჩემთვის გაუგებარია ეს დაპირისპირება.


ვფიქრობ, რომ ეს დპირისპირება იმითვისა არაა, რომ ვინმეს რაგბის განვითარება უნდა, არამედ იმისთვის, რომ ძალა-უფლება მიიღონ ადამიანებმა. ძალა-უფლება კი, საშიში იარაღია იმ ადამიანების ხელში, ვისაც მხოლოდ ძალაუფლება სურს.


თუ შეცდომები მაქვს დაშვებული, მზად ვარ ამ შეცდომებზე პასუხი ვაგო და ამაზე ღიად ვისაუბრო და თუ არ მაქვს ისეთი შეცდომა დშვებული რაც ამ თანამდებობაზე მუშაობის უფლებას მიზღუდავს, მაშინ კეთილი უნდა ინებონ და ამიხსნან, რატომ უნდა მოვხსნა კანდიდატურა.


არსებობს ერთადერთი კითხვის ნიშანი. ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმება, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით რვა თვის განმავლობაში. თავიდან, 2016-2017 წლების შესამოწმებლად შემოვიდნენ. გამიხარდა, ვუთხარი, რომ თქვენით რომ მოხვედით კარგია. რომ არ მოსულიყავით ჩვენ დაგიძახებდით მეთქი. იმიტომ, რომ მინდა გავიტანო გარეთ სრული ინფორმაცია, რას აკეთებს რაგბის კავშირი. ამის მერე დაიწყეს 2014-2015 წლების შემოწმება, რაც გაუგებარია. 2018 წელი რომ დაემატებინათ შესამოწმებლად გასაგებია, მაგრამ კიდევ უფრო უკან წავიდნენ და ვერ გავიგე რატომ?


მათ მაშინვე ვუთხარი, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად და რაგბის კავშირის მიმართ არაკეთილგანწყობილად. ისე ჩანს, რომ თქვენ არჩევნების დროს ააფრიალებთ ამ დასკვნას. აი ეს პროცესია ახლა. ჩვენ მზად ვართ არათუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, არამედ დამოუკიდებელი სამსახურის, პროკურატურის, უშიშროების კითხვებს გავცეთ პასუხი. ყველას შეუძლია მოვიდეს და შეამოწმოს.


ვერანაირ პასკვილზე ვერ "წამომიკიდბენ და პროცესს ბოლომდე მივიყვან, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა კარგსაც და ცუდსაც."