რუმინეთით ვიწყებთ, რუსეთით ვამთავრებთ

ნაკრებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე დააკლდება

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 1 თებერვალს, თბილისში, ეროვნულ სტადიონზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა შემსრულებელმა ლევან მაისაშვილმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 34 მორაგბეს უხმო.

 

საწვრთნელ შეკრებაზე ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ერთი კვირის წიანთ საფრანგეთში სამდღიან ვარჯიშებში მიიღეს მონაწილეობა. გუნდში 20 მოკინალი და 14 უკანახაზელია. ცხადია, მაისაშვილს მხოლოდ 23 შერჩევა მოუწევს. თუმცა, მეორე მატჩი ესპანეთის ნაკრებთან ერთი კვირის თავზეა და თამშმა, შესაძლოა, ყველას მოუწიოს.

 

აღსანიშნავია, რომ ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ვერ დახმარება.

 

თამაში რუმინელებთან ეროვნულ სტადიონზე  შაბათს 18 საათზე დაიწყება.

 

საქართველო

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), ვანო კარკაძე (ბრივი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), დავით გიგაური (კოლომიე), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), ბექა გორგაძე (ბორდო), ბექა საღინაძე (ორიაკი), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), ოთარ გიორგაძე (ბრივი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი)

უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), გიორგი ბეგაძე (ჯიქი), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), თედო აბჟანდაძე (ბრივი), გიორგი კვესელაძე (ჯიქი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (რუანი), ლაშა მალაღურაძე (ვვა), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), დემურ თაფლაძე (ლელო), მირიან მოდებაძე (აია), სოსო მათიაშვილი (ლელო)

1 თებერვალი

საქართველო-რუმინეთი

8 თებერვალი

ესპანეთი-საქართველო

22 თებერვალი

საქართველო-ბელგია

7 მარტი

პორტუგალია-საქართველო

14 მარტი

საქართველო-რუსეთი