ნაპოლიმ ტრანსფერი შეათანხმა

გუნდები სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ

 Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნაპოლიმ ვერონასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალურ მცველს, მარაშ კუმბულას შეიძენს. ნეაპოლელებს ეს ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ბონუსებით კი კიდევ 4 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

 

19 წლის ფეხბურთელი, სეზონის ბოლომდე ვერონაში დარჩება.

 

სავარაუდოდ, ეს ტრანსფერი ნაპოლიდან კულიბალის წასვლაზე მიგვანიშნებს...