გადაწყდა: ლობჟანიძე მიდის

თითქმის გადაწყდა, რომ საბა ლობჟანიძე უახლოეს სამ დღეში ახალ კლუბთან გააფოქმებს კონტრაქტს.

 დაიწერა თურქულ რიზესპორზე, მაგრამ დაველოდოთ... ჯერჯერობით ის გახდა ცნობილი, რომ საბა რანდერსს უეჭველად ტოვებს. სატრანსფერო ფანჯარაც მალე იხურება.

 

საბას ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი დანიურ რანდერსთან. გახანაგრძლივებაზე ქართველს ვერ შეუთანხმდნენ, ამრიგად, თანხის საშოვნელად სწორედ იანვარში უნდა გაეყიდათ. ასეც ხდება.

 

ლობჟანიძემ რანდერსში 84 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.