ჰოკეი: თუ მომხდარა, იშვიათად... (+Video)

არ ვიცით, NHL-ში ამგვარი რამ როდესმე მომხდარა თუ არა. ყოველ შემთხვევაში, თუ მომხდარა, დიდი იშვიათობა უნდა იყოს. 

გუნდმა 35-წამიან ინტერვალში, უმცირესობაში გაიტანა ორი შაიბა.

 

ეს ოტავა სენატორსმა მოახერხა  ნიუ ჯერსი დევილსთან შეხვედრაში, თანაც მესამე პერიოდში. ნამესტნიკოვმა და ტერნიმ გაიტანეს. შეხვედრა 3:3 დასრულდა და ბულიტებში ოტავამ მაინც წააგო.