ეს არის ვანდა

რატომ მოიძულეს არგენტინაში იკარდი?

აბა, ვინ არ იცნობს მზეთუნახავ ვანდა ნარას, რომელმაც საფეხბურთო სამყაროში დიიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ადრე ის არგენტინელი მაქსი ლოპესის მეუღლე იყო. მათ სამი ვაჟი შეეძინათ: ვალენტინო, კონსტანტინო და ბენედიქტო. თითქოს წყვილი ბედნიერობდა, მაგრამ ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა. მაშინ  ლოპესი და ასევე არგენტინელი მაურო იკარდი სამპდორიაში თამაშობდნენ და  ერთხელაც ერთად დაისვენეს ზაფხულში. სწორედ მაშინ ჩავარდნია გულში ვანდას მაურო. 

 

 

ჰოდა, ცოტა ხანში მაქსის გაშორდა და მაუროს გაჰყვა ცოლად. თანაც მისი აგენტიც გახდა. სწორედ ამ ამბების გამო მოიძულეს ის ეროვნული ნაკრებიდანაც...

ზაფხულში კი იკარდი ინტერიდან პარი სენ ჟერმენში გადავიდა, სადაც იქაური არგენტინელები ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი არცთუ მეგობრულად დახვედრიან. ამბობენ, იკარდის არგენტინის ნაკრებში მესიც გაუნაწყენდაო.

 

გასაგებია, იკარდიმ ხომ ლოპესს ცოლი წაართვა. ბიჭებს, ცხადია, ეს ამბავი არ მოსწონთ. ბევრს ლაპარაკობდნენ ლოპესი აუცილებლად იძიებს შურსო მაგრამ  ახლახან მაქსიმ ჭორიკანა The Sun-ს უთხრა, შვილები მყავდეს კარგად, თორემ ერთისა და მეორის დედაცო.

უკვე მომხდარი ამბავია და რაღაა სანერვიულო. მაგ ისტორიის ფურცელი უკვე გადაშლილი მაქვს და აღარ მაინტერესებსო. ვითომ ?..