კაცი ეპოქა - 42

1995 წლის ნოემბერში პარმას ძირითადმა მეკარე ლუკა ბუჩიმ ტრავმა მიიღო. 

მწვრთნელმა ნევიო სკალამ კარში დააყენა არა ბუჩის პირველი დუბლიორი სანდრო ნისტა, არამედ ქალაქ კარარედან 17 წლის ახალწვეული ბიჭი. დადგა და კლდესავით დადგა - ის მატჩი მშრალზე ჩაატარა და რთული ბურთები მოიგერია.

 

უფრო ადრე, 1992 წელს ჭაბუკთა გუნდში სხვა ისტორია გადახდა. 14 წლის იყო, ნახევარმცველად თამაშობდა და ძირითადი მეკარის ტრავმის გამო ჩადგა სამი წლით უფროსების ლიგაში. ჩადგა და ჩადგა... წარმოგიდგენიათ ბუფონი ნახევარმცველი?

Risultati immagini per buffon bambino 

ბუფონის როგორი „სეივი“ აღარ გვახსოვს, მაგრამ ეპოქალურია მისი ნახტომი საფრანგეთთან დამატებით დროში, ზიდანის თავურზე. აქეთ ზიზუს, იქით ჯიჯის ყვირილი. ერთის სიხარულის, მეორესი - გაწბილების.  

 

ჯანლუიჯი ბუფონი 42 წლის გახდა.

 

საამაყო გვაქვს, რომ ჯიჯის საქართველოში წაგებული აქვს. ეს მოხდა 1997 წელს, რუსთავში. საქართველომ იტალიას 2:0 მოუგო (21-წლამდელებში) და კარში სწორედ ბუფონი იდგა. ლევან ქებაძემ და გიორგი კიკნაძემ გაუტანეს.