დიდი გაქცევა

ავსტრალიაში როჯერი მეოთხედფინალში არ აგებს. 15 თამაში, 15 მოგებული ტესტი. 

22 წელიწადი პრო ტურზე. როჯერ ფედერერი ჩოგბურთის ილუზიონისტია. კიდევ ერთი გამოცდა, რომელიც შვეიცარიელმა ჯადოქარმა ჩააბარა.

როჯერმა ტენის სანდგრენს აწყენინა.

6:3, 2:6, 2:6, 7:6, 6:3.

ფედერერმა 7 მატჩ პოინტი გადაარჩინა. მატჩი, რომელიც უკვე გახდა კლასიკა.

გენიოსმა აღნიშნა, დღეს გამიმართლა და, რომ მოგებას ორივე იმსახურებდა.

და, სანდგრენს გაუმართლა, რომ ამ არარეალური ჩეხვის მონაწილე გახდა.

ავსტრალიაში როჯერი მეოთხედფინალში არ აგებს. 15 თამაში, 15 მოგებული ტესტი. და, შვეიცარიელმა მანამდე, მელბურნში ბოლო ხუთი ხუთსეტიანი წამოიღო.

კიდევ ერთი დიდი გაქცევა როჯერისგან. 4:8 მეხუთე სეტის ტაი ბრეიქზე. მესამე წრეში ჯონ მილმანთან.

როჯერის ბოლო ხუთსეტიანები მელბურნში: 2017. IV წრე - კეი ნიშიკორისთან. 2017. ½ ფინალი - სტენ ვავრინკასთან. 2017. ფინალი - რაფაელ ნადალთან. 2018. ფინალი - მარინ ჩილიჩთან. 2020. III წრე - ჯონ მილმანთან, 2020. ¼ ფინალი - სანდგრენთან.

ფედერერმა შეიძლება, ვერ მოიგოს ტურნირი. და, როჯერი პირველია. შარმით, ისტორიით.

ფედერერი დაისვენებს, მოემზადება შემდეგი თამაშისთვის და, თუ გაგვიმართლებს, ჩვენ კიდევ ერთ სისხლიან ბრძოლას მივიღებთ.

რომელშიც როჯერი მაინც დახვეწილი და ელეგანტური იქნება.

როგორც ყოველთვის.