ჩაქუჩებმა 40 მილიონი ევრო გაამზადეს

ვესტ ჰემი 40 მილიონ ევროს იხდის კალიარის ნახევარმცველში. 

ეს გახლავთ ურუგვაელი ნათან ნანდესი. დიდი შანსია, გარიგება ოთხშაბათს შედგეს. არის საუბარი იჯარით აყვანაზე, ოღონდ გამოსყიდვის უპირატესი უფლებით.

 

ნანდესი შარშან ზაფხულს არგენტინული ბოკა ხუნიორსიდან გადავიდა კალიარიში და მაშინ ტრანსფერმა 18 მილიონი შეადგინა.

 

ურუგვაელმა სერია ა-ში 20 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი და ოთხი საგოლე პასი მიითვალა.