თითები

მანჩესტერის ქუჩაში

„მე და დავიდს ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ხომ „ატლეტიკოში” ერთად ვთამაშობდით და კარგი მეგობრები ვართ. შემდეგ, ჩვენი გზები გაიყო. ორივენი ინგლისში, მანჩესტერში წავედით, მაგრამ მე სიტიში ვარ, ის - მანჩესტერში,“ - თქვა არგენტინელმა სერხიო აგუერომ მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მეკარე დავიდ დე ხეამ ქუჩაში მან. სიტის თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს.


29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი  2009-2011 წლებში, მადრიდის ატლეტიკოში თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 

დე ხეა და აგუერო ერთმანეთის პირისპირ ხვალ ლიგის თასის ნახევარფინალში წარსდგებიან. მეორე მატჩი ამაღამ გაიმართება: ასტონ ვილა – ლესტერს მიიღებს. ამათ პირველ შეხვედრაში 1:1 ითამაშეს.