ერიკსენი გაოფიციალურდა

ზღაპრული პირობები ერიკსენს

ბევრი იწერებოდა კრისტიან ერიკსენის ინტერში გადასვლის შესახებ და ეს ტრანსფერი საბოლოოდ გაოფიციალურდა კიდეც. ტოტენჰემი ბევრს ეცადა ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას, იგივე პირობებიც შესთავაზა, რაც ინტერმა, თუმცა დანიელს კლუბის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდა.

 

ინტერის ოფიციალურმა გვერდმა ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. მან იტალიელებთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

 

სატრანსფერო ღირებულად 20 მილიონი ევრო დასახელდა. 

 

ერიკსენი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რაც, რონალდუს შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.