ოფიციალურად: გაბრიელ ბარბოსას მომავალი გაირკვა

გაბიგოლი ინტერის საკუთრებაში იყო

ფლამენგომ ინტერის ყოფილი შემტევი, გაბრიელ ბარბოსა გამოისყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურ საიტზე ავრცელებს.

 

 

ახალგაზრდა ბრაზილიელის ტრანსფერი ფლამენგოს 17 მილიონი ევრო დაუჯდა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, გაბიგოლი ბრაზილიურ კლუბში 2024 წლის ბოლომდე დარჩება.

 

შეგახსენებთ, გასულ სეზონში 23 წლის ფორვარდი ფლამენგოში იჯარის წესით ასპარეზობდა - აქამდე ის მილანის ინტერის საკუთრებაში იყო. ბრაზილიის ჩემპიონატში მან 29-ჯერ ითამაშა, 25 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.

 

გასულ წელს გაბიგოლმა ბრაზილიის ჩემპიონობა და ლიბერტადორესის თასის მოგება იზეიმა. სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში მან ბოლო წუთებზე დუბლი გაიფორმა, რითაც საკუთარ გუნდს მოაგებინა.