კობის და ვანესას აქამდე უცნობი შეთანხმება

ბრაიანტების ოჯახში შვეულმფრენებთან დაკავშირებული შეთანხმება არსებობდა

გავლენიანი გამოცემა People-ის ინფორმაციით, ტრაგიკულად გარდაცვლილ ლეგენდარულ კალათბურთელს, კობი ბრაიანტსა და მის ქვრივს, ვანესას შორის შეთანხმება არსებობდა, რომლის თანახმადაც ცოლ-ქმარს შვეულმფრენით ერთად არასდროს უნდა ემგზავრათ.


ბრაიანტების ოჯახთან დაახლოებული პირი ჰყვება, რომ აღნიშნული შეთანხმება დიდი ხნის წინ დაიდო და კობი თავის მეუღლესთან ერთად მას პირნათლად ასრულებდა.


შეგახსენებთ, ვანესა და კობი 2001 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ წყვილს 4 ქალიშვილი ეყოლა. ერთ-ერთი გოგონა, 13 წლის ჯინა, მამამისთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა. საერთო ჯამში ამ ტრაგედიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.