კიდევ ორი მედალი რომიდან

გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

.
რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე მისვლა 125/129/133 წარმატებით გამოიყენა და მეოთხე საფეხური დაიკავა.
ძალოსანმა აკვრაში თავი 151/158 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მოგროვებული 291 კილოგრამითაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა.

საქართველოს ძალოსნობის ფედრაციის მიხედვით