ბარსელონა ორმაგ გარიგებას ამზადებს

კატალონიელები ზამთარში ორ ფეხბურთელს დაიმატებენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველს, ბრუნო ფერნანდეშს ბარსელონა შეიძენს.

წყაროს ცნობით, კატალონიელები პორტუგალიელ შემტევს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაიფორმებენ და იჯარით ვალენსიაში გაანათხოვრებენ. მის სანაცვლოდ ბარსა როდრიგოს გადმობირებას აპირებს. კიკე სეტიენი 27 წლის ფორვარდს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს. შეგახსენებთ, ურუგვაელს ტრავმა აქვს - ის რამდენიმე თვით გუნდს ვერ დაეხმარება.

მიმდინარე თვეში ფერნანდეშის შეძენას მანჩესტერ იუნაიტედი ცდილობდა, თუმცა მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ - სპორტინგი 80 მილიონ ევროს ითხოვდა, რა დროსაც ინგლისელები 55 მილიონს იხდიდნენ.

პორტუგალიის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ფერნანდეშმა 17-ჯერ ითამაშა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველს, ბრუნო ფერნანდეშს ბარსელონა შეიძენს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები პორტუგალიელ შემტევს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაიფორმებენ და იჯარით ვალენსიაში გაანათხოვრებენ, ხოლო მის სანაცვლოდ ბარსა როდრიგოს გადმობირებას აპირებს. კიკე სეტიენი 27 წლის ფორვარდს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს. შეგახსენებთ, ურუგვაელს ტრავმა აქვს - ის რამდენიმე თვით გუნდს ვერ დაეხმარება.