VIDEO: ანდრე გომეშმა ვარჯიში განაახლა

ფეხბურთელი უკვე საერთო ჯგუფში ვარჯიშობს

ევერტონის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა, უმძიმესი დაზიანების მიღების შემდეგ ძალები აღიდგინა და ვარჯიში განაახლა.

 

 

28 იანვარს ფეხბურთელმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა. საზარელი ტრავმის შემდეგ აღსადგენად მას მხოლოდ 86 დღე დასჭირდა. შეგახსენებთ, პრემიერლიგის მე-11 ტურში ტოტენჰემთან (1:1) შეხვედრის ბოლო წუთებზე ლონდონელთა შემტევთან, სონ ჰიუნ მინთან შეჯახების შედეგად მან ფეხი მოიტეხა. თავდაპირველად, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ პორტუგალიელი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებდა, თუმცა გომეშმა სარეაბილიტაციო კურსის გავლა გაცილებით მცირე დროში მოახერხა.

 

შეგახსენებთ, 26 წლის პორტუგალიელი მერსისაიდულ კლუბში ბარსელონადან 2018 წელს იჯარით გადავიდა, თუმცა 1 წლის შემდეგ ევერტონმა ის 25 მილიონ ევროდ გამოისყიდა. წლევანდელ გათამაშებაში მან პრემიერლიგაში 8-ჯერ ითამაშა.