ემრე ჩანი სამშობლოში ბრუნდება

სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანენ...

გერმანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ნახევარმცველმა, ემრე ჩანმა პირადი კონტრაქტი დორტმუნდის ბორუსიასთან შეათანხმა. 

 

ბილდი წერს, რომ მხარეები 4 წლიან კონტრაქტზე შეჯერდნენ. ამ ტრანსფერის სრულყოფისთვის საჭიროა, რომ ბორუსია იუვენტუსს კონპენსაციის შესახებ შეუთანხმდეს. 

 

26 წლის გერმანელმა, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში კი არ ყოფილა...