ლუკაკუ: ინტერის გამო იუვენტუსს უარი ვუთხარი

ბელგიელმა შემტევმა ტურინელები უარით გაისტუმრა

ინტერის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ, ტურინის იუვენტუსში არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა. ბელგიელის თქმით, მილანური კლუბის გამო მან ტურინელები უარით გაისტუმრა.

 

„გასულ ზაფხულს უკვე ვიცოდი, რომ მანჩესტერ იუნაიტედს აუცილებლად დავტოვებდი. იუვენტუსსა და ინტერში გადასვლა შემეძლო, თუმცა მილანური კლუბი ავიჩიე. როდესაც აგენტმა ტრანსფერი დაადასტურა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

 

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, შეცდომის უფლება არ გვაქვს. დიახ, ძლიერი გუნდი გვყავს, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. კონტემ კარგად ესმის, გამარჯვებისთვის რა გვჭირდება“, - თქვა ლუკაკუმ.

 

შეგახსენებთ, ბელგიელი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს საკმაოდ კარგად ატარებს - სერია ა-ს 21 შეხვედრაში მან 14 გოლი გაიტანა.

 

კონტეს შეგირდები დამაჯერებლად გამოიყურებიან. ინტერი 48 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილზე იმყოფება.