ვალიადოლიდი გაგიჟდა! - ერთ დღეში სამი ტრანსფერი...

ერთ დღეში 3 ფეხბურთელს გრანდები არ ყიდულობენ...

მთავარი, რის შესახებაც დავწერეთ, ის არის, რომ ძალიან ნიჭიერი, თუმცა 8 თვის უთამაშებელი ფრანგი შემტევი, ჰატენბენ არფა ვალიადოლიდმა სეზონის ბოლომდე გაიფორმა. 

 

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთადერთი სიახლე არ ყოფილა. ამ გუნდის რიგებს ფლამენგოს ყოფილი ფეხბურთელი, ლუკას ფრეიტა შეუერთდება. ის თითქოს ბენფიკაში უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო წამს ყველაფერი შეიცვალა...

 

მესამე ფეხბურთელი, რომელიც გუნდმა დაიმატა, ეს სეკუ გასამაა. ის ვალიადოლიდში ალმერიადან გადავიდა.

რა თქმა უნდა, ამ ტრანსფერების სულისჩამდგემლი ბრაზილიელი რონალდოა. მისი პოლიტიკა ნათელია,

მოიყვანოსფეხბურთელები, რომლებმაც შეიძლება გაიბრწყინონ...