კობის პილოტი კავაისაც ემსახურებოდა

საათები კობის ჩანაწერებთან, ზარები მეგობართან, რომელიც ლეონარდისთვის მენტორი გახდა.

კავაი ლეონარდისთვის კობი მისაბაძი ჩემპიონი, მეგობარი იყო. და, ამ თაობის ერთ-ერთ ვარსკვლავს და ლეიკერსის დაღუპულ ლეგენდას კიდევ ერთი საერთო აქვთ, ჰქონდათ.

დაღუპული პილოტი კავაისაც ემსახურებოდა. არა ზობაიანი ლეონარდის ოჯახის მეგობარიც იყო.

კავაიმ არა კობის რჩევით აიყვანა. მათი თანამშრომლობა ნახევარი წლის წინ დაიწყო.

კავაის ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ, ლეონარდმა დაკარგა უფროსი მეგობარი. ბრაიანტი ლეონარდს ბოლო პერიოდში ხშირად ხვდებოდა. კავაი კობისგან სროლის ტექნიკას სწავლობდა, აუმჯობესებდა პერსონალურ დაცვას.

ლეონარდი დაცვაში კლავდა. ლეონარდი დაცვაში პირველი იყო. ალბათ, კავაი დღესაც საუკეთესო პერსონალური დამცველია. რომ მოინდომოს დაცვაში დიდი ენერგიის დახარჯვა.

ლეონარდისთვის კობი მეგობარზე მეტი იყო. კავაი, რომელმაც ყველაფერს შრომით, მანიაკალური ვარჯიშებით, თავდადებით მიაღწია, ბრაიანტში ამ ყველაფრის იდეალურ მიქსს იღებდა.

საათები კობის ჩანაწერებთან, ზარები მეგობართან, რომელიც ლეონარდისთვის მენტორი გახდა.

ალბათ, არა მხოლოდ ლეონარდისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესოზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენ ორგზის ჩემპიონზე, ორგზის საუკეთესო დამცველზე და ფინალური სერიის ორგზის MVP-ზე ვსაუბრობთ.

კავაის აგენტის განცხადებით, არა ზობაიანის ოჯახი მეგობრულ დახმარებას მიიღებს. კავაი დაღუპული პილოტის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება.

ლეონარდმა მენტორი დაკარგა. და, ის ადამიანიც, ვისაც საკუთარ სიცოცხლეს, უსაფრთხოებას ანდობდა.

მძიმე დღე.