მარკ ალექსანდერი მწვრთნელების კანის ფერით უკმაყოფილოა

ყველა ფრანჩაიზის მთავარი მწვრთნელი თეთრია

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი მარკ ალექსანდერი უკმაყოფილია, რომ ამ ქვეყნის არცერთ ფრანჩაიზს, რომლებიც ზე რაგბიში ასპარეზობენ, არ ჰყავს შავკანიანი მთავარი მწვრთნელი.

 

ასე მაგალითად, იოჰანესბურგის ლაიონზში, რომლის მთავარ მწვრთნელად ივან ფან როიენი ახლახანს დანიშნეს, ასისტენტებიც მთლიანად თეთრკანიანები არიან. თუმცა, ამ გუნდში მუშაობდა ჯოი მონგალო (შავკანიანი), რომელიც რამდენიმე თვის წინ სასამართლომ გაამართლა. მას გაუპატიურებას ედავებოდნენ. მიუხედავად ამისა, ის გუნდში არ დააბრუნეს.

 

მსგავსი ვითარებაა სხვა ფრანჩაიზებშიც. ბოკეს მთავარი მწვრთნელის პრეზენტაციისას მარკ ალექსანდერმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ზეწოლას განახორციელებს ფრანჩაიზებზე, რათა შავკანიანი მწვრთნელები უფრო ხშირად დაასაქმონ.