ვერნ კოტერი ფიჯის ნაკრებში

პირველი გამოცდა ტონგასთან იქნება

ფიჯის ნაკრებს გამოცდილი ახალზელანდიელი მწვრთნელი ვერნ კოტერი უთავკაცებს.

 

შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფიჯის ნაკრებში წლევანდელი სეზონის ბოლოს, მონპელიესთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ გადაბარგდება. მისი ხელმძღვანელობით შოტლანდიის ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გააღწია. იქ კი, ავსტრალიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

 

57 წლის ვერნ კოტერი ფიჯის ნაკრებში ჯონ მაკქის ჩაანაცვლებს, რომელიც ამ გუნდს 2014 წლიდან წვრთნიდა. კოტერის ხელმძღვაელობით ფიჯი პირველ მატჩს 4 ივლისს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.