ბარსელონამ აიაქსის ლიდერს დაადგა თვალი

ჰოლანდიური გუნდი შესაძლოა კიდევ ერთმა ვარსკვლავმა დატოვოს

ბოლო დროს ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ბარსელონას თავდამსხმელის დამატება სურს. იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ესპანელთა ახალი სამიზნე დუშან ტადიჩია. იგი ასევე გვამცნობს, რომ ფეხბურთელის აგენტი უკვე ესპანეთშია და გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

ტადიჩი აიაქსის ერთ-ერთი ლიდერია და ჰოლანდიელები მას მარტივად არ შეელევიან. ამ სეზონში სერბის ანგარიშზე 33 მატჩი და 12 გოლია. აქვე გეტყვით, რომ 31 წლის ფორვარდს ამსტერდამელებთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

 

რაც შეეხება ბარსელონას, შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანას შეფები თავდამსხმელს ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელად ეძებენ. ამ მომენტისთვის კატალონიელებს ლა ლიგაში 43 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე არიან, უახლოეს შეხვედრაში კი ლეგანესს დაუპირისპირდებიან.