ისრაელ ფოლაუ რაგბილიგაში დაბრუნდა

მისი აყვანა ფრანგულმა კლუბმა გაბედა

ავსტრალიის ნაკრების და სიდნეის ვორათაზის ყოფილი მორაგბის, ისრაელ ფოლაუს საგა დასასრულს მიუახლოვდა.  თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ის მოედანს უბრუნდება. დიდი სკანდალისა და ვაი-ვიშის შემდეგ ფოლაუსთან კონტრაქტის გაფორმება რაგბი ლიგის ფრანგულმა კლუბმა კატალან დრაგონსმა გაბედა. იქამდე ავსტრალიელს უარი ტონგასა და სამხრეთ აფრიკის გუნდებმა უარი უთხრეს. ზედმეტ თავის ტკივილს მოერიდნენ.

 

ამრიგად, ისრაელ ფოლაუ  ერთი წლის განმავლობაში სუპერ ლიგაში მოასპარეზე ფრანგული კლუბის ღირსებას დაიცავს. რაგბი ლიგა მისთვის უცხო არ არის. რაგბიში გადაბარგებამდე ის სწორედ  NRL-ს კლუბების ღირსებას იცავდა.

 

"მე ამაყი ქრისტიანი ვარ. ჩემი რწმენა პერსონალურია და ვინმესთვის ზიანის მიყენება ჩემი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარებს აღარ გავაკეთებ" - განაცხადა ისრაელ ფოლაუმ.