რუნიმ დაიწყო

ინგლისელმა ფორვარდმა დერბის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ერთერთ მათგანში დერბი ქაუნთი ლიუტონ თაუნს ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

 

ლიუტონისა და დერბის დაპირისპირება განსაკუთრებული გამოდგა უეინ რუნისთვის. საქმე იმაშია, რომ ინგლისელმა ფორვარდმა სტუმართა რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. რუნი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა. უეინმა 63-ზე შეაგდო, 88 წუთზე კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

 

გამოცდილი ფორვარდი დერბიში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა. ბრიტანელებთან მან 1.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გახანგრძლივების პერსპექტივით. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რის მიხედვითაც რუნი შესაძლოა დერბის მწვრთნელი გახდეს.