ხუთასიანი შინ გაუშვეს

უფორტუნოდ

ბუნდესლიგის დიუსელდორფმა მწვრთნელი გაათავისუფლა. კლუბმა 66 წლის ფრიდლჰელმ ფუნკელი წინა ტურში ლევერკუზენში 0:3 წაგებული მატჩის შემდეგ დაითხოვა. ორდღიანი მოლაპარაკებები კლუბისა და მწვრთნელის დაშორებით დამთავრდა. 

არადა, დიუსელდორფმა მწვრთნელს, რომელმაც ფორტუნა მეორედან პირველ ბუნდესლიგაში გუნდი ტრიუმფალურად აღაზევა, ლამის ძეგლი დაუდგეს და საგრძნობლად გაუმჯობესებული პირობებით ახალი ორწლიანი კონტრაქტი 2019 წელს გაუფორმეს. 

სადღეისოდ, 19 ტურის შემდეგ 15 ქულით დიუსელდორფი ბუნდესლიგის ბოლო ადგილზეა.    

საინტერესოა, რომ ფრიდლჰელმ ფუნკელი რამდენიმე ტურის წინ გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში მეექვსე მწვრთნელი, ვისაც გუნდის სათავეში 500 მატჩი ჩაუტარებია.